Accentnews.ge
გია ვოლსკი: "ლომჯარია უფრო კაპასი ხდება"

გია ვოლსკი: "ლომჯარია უფრო კაპასი ხდება"

24/11/2021 20:24:22 პოლიტიკა

უმრავლესობის დეპუტატის გია ვოლსკის განცხადებით, რაც უფრო არარეალურია "ნაცრევოლუციის თემა", სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უფრო "კაპასი ხდება".

"ის ფიცი, რაც დადო, არის შეუსაბამო იმ სულელურ განცხადებებთან, რომელიც უკავშირდება გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარეს. ვინ არის, ვეღარ გავიგეთ მისთვის ავტორიტეტი? სააკაშვილი რომ არის, გავიგეთ და მეგის ქარდავაც არის იქნებ. ვიზე საუბრობ? იმ პარტიაზე საუბრობ, რომელსაც უმრავლესობა აქვს პარლამენტში და ამ პარტიის თავმჯდომარეზე საუბრობ ასე აგდებულად? და რაღაც ღლიცინში იღებ მონაწილეობას და ალაიქებ რაღაცა უშნო, სარკასტულ ხუმრობებს. ის ფიცი, რაც დადო, აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ სარკაზმთან, ღლიცინთან, რაღაც სულელურ განცხადებებთან, რომელიც უკავშირდება გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარის ლეგიტიმაციას - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მანამდე მმართველი გუნდის წევრების ბრალდებების, მათ შორის მუქარის საპასუხოდ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიიჩნევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S