Accentnews.ge
"იქნება თუ არა ევროკავშირი მზად, ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, დღეს არ ვიცი, ამას კონსენსუსი სჭირდება, რასაც ახლა ვერ ვხედავ"

"იქნება თუ არა ევროკავშირი მზად, ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, დღეს არ ვიცი, ამას კონსენსუსი სჭირდება, რასაც ახლა ვერ ვხედავ"

25/11/2021 06:05:04 პოლიტიკა

იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე დღეს არ ვიცი, ამას პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება, რასაც ამ წუთას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ქართველ ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა.

ამასთან, იგი იმედოვნებს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი თანამშრომლობას ევროკავშირისა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

“პრინციპი მეტი მეტისთვის და ნაკლები - ნაკლებისთვის“ რეალობაა. თითოეული პარტნიორი სახელმწიფო წყვეტს თუ რა გზას ირჩევს, რამდენად ახლოს სურს ევროპასთან ყოფნა. ვიმედოვნებ, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი გახდება ცვლილებების ერგვარი ფურცელი, თანამშრომლობის ახალი ნაბიჯი. იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე ეს დღეს არ ვიცი, ამას პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება რასაც სადღეისოდ ვერ ვხედავ. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ განსხვავებული სიტყვები და ფრაზები, მაგრამ მთავარი უცვლელი რჩება, ვიდრე საქართველო სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ამ გზაზე დგას, ჩვენც აქ ვრჩებით, მხარს გიჭერთ, გელით და ვთანამშრომლობთ თქვენთან“, - განაცხადა, „რუსთავი 2"–ის ცნობით, კალიურანდმა.

ცნობისათვის: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი ევროპარლამენტარებს ხვდებიან.

საქართველო ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადის გაკეთებას 2024 წლისთვის გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S