ინჯია – მოსამართლეობის კანდიდატს: "თქვენ 3 შვილი გყავთ, ფიქრობთ, კიდევ გამრავლდეთ?"
25/11/2021 07:30:53 პოლიტიკა
"თქვენ 3 შვილი გყავთ, ფიქრობთ, კიდევ გამრავლდეთ?", – ამ კითხვით მიმართა "ევროპელი სოციალისტების" წევრმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს.
"ბატონო გენად, თქვენ 3 შვილი გყავთ, ფიქრობთ კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი", მიმართა ინჯიამ, რაზეც გენადი მაკარიძემ უპასუხა, რომ "ადამიანს რაც მეტი ჰყავს შვილი, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის".
გარდა ამისა, დეპუტატმა მაკარიძეს ჰკითხა, დემოგრაფიული პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენად მიაჩნია, რომ ზღვრული ასაკი ქორწინების ერთი წლით მაინც შემცირდეს:
"გისურვებთ ჯანმრთელობას და გამრავლებას კიდევ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დემოგრაფიული პრობლემები არის. ზღვრული ასაკი ქორწინების რამდენად მიგაჩნია, შეიძლება შემცირდეს ერთი წლით მაინც?", რაზეც მაკარიძემ შემდეგი განაცხადა:
"ვფიქრობ, რომ ის, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი საკმაოდ გონივრულია".
დღეს ურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს – გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს უსმენენ.


