ჰარცელი – სააკაშვილზე: "მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლოზე, ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია"
25/11/2021 07:41:47 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადად დაესწროს მის სასამართლო პროცესს, რასაც, დიპლომატის თქმით, ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
მისი თქმით, ევროკავშირი სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას გააგრძელებს.
"ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. იმედი მაქვს, რომ მოვლენების განვითარების არსებული იმპულსი იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის იფიქრონ, რომ შეინარჩუნონ ეს იმპულსი და საქმე წინ წაწიონ", -განაცხადა ელჩმა.
ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცენ.


