Accentnews.ge
სააკაშვილი საკუთარ ინიციატივას აზუსტებს

სააკაშვილი საკუთარ ინიციატივას აზუსტებს

25/11/2021 09:57:59 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას დეკემბერში საერთო ეროვნული აქციის მომზადებისკენ მოუწოდებს და აზუსტებს საკუთარ ინიციატივას.

ამავე წერილში, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას სთხოვს, 29 ნოემბრის პროცესზე სასამართლოსთან შეიკრიბონ.

"რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს - მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.

29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად" , - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S