Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის საჭიროებას ვერ ხედავს

ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის საჭიროებას ვერ ხედავს

25/11/2021 10:23:43 პოლიტიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელია.

მისი თქმით, ქართველ ექიმებს აქვთ მსგავსი პაციენტის მართვის გამოცდილება, ხოლო ჯანდაცვის სამინისტრომ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული დამატებითი პროტოკოლი.

ჟურნალისტების შეკითხვას, როგორი იქნება ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ ექიმებიც გაიზიარებენ სააკაშვილის ოჯახის წევრების და ადვოკატების მოსაზრებას, რომ საჭიროა მისი მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელება, ტიკარაძემ უპასუხა, რომ პირადად ვერ ხედავს „ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა“.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებითვე, ექიმების რეკომენდაციები ხშირად არაერთგვაროვანია:

„ასევე, არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ გარკვეულ დიაგნოზებს და იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას. ამ პაციენტს ჰყავს რამდენიმე მკურნალი ექიმი, რომელიც უშუალოდ მართავს მას თავის საწოლთან და ჩემთვის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება იმ ექიმების შეფასება და რეკომენდაცია, რომელიც უშუალოდ არის ჩართული პროცესში და არა მათი, რომლებსაც ერთხელაც არა ჰყავს პაციენტი ნანახი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S