ჩრდილოეთ ოსეთის მაცხოვრებლებმა საქართველოში საგვარეულო საფლავები მოინახულეს

25-11-2021 15:59:13 პოლიტიკა

ჩრდილოეთ ოსეთის (რუსეთი) მაცხოვრებლებმა საქართველოში საგვარეულო საფლავები მოინახულეს, - ამის შესახებ რუსეთის ფერედაციის საბჭოს მიერ აბაშიძე-კარასინის ფორმატის მორიგი შეხვედრის შედეგების შემაჯამებელ პრეს-რელიზშია აღნიშნული.

«ამ მაგალითზე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მოსკოვისა და თბილისის უნარზე, კეთილი ნება გამოავლინონ და მიაღწიონ ურთიერთგაგებას სენსიტიურ საკითხებშიც კი», – აღნიშნულია პრეს-რელიზში.

როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრთ თრუსოს ხეობაში ჩამოსვლის შესაძლებლობა არ ეძლეოდათ. ისინი მუდმივად ჩიოდნენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ ყაზბეგის რაიონში გადმოსვლის შესაძლებლობას არ აძლევდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები