Accentnews.ge
სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მკურნალობის პროცესის შეწყვეტას გეგმავს

სააკაშვილი პროტესტის ნიშნად მკურნალობის პროცესის შეწყვეტას გეგმავს

25/11/2021 12:25:18 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებთ, მიხეილ სააკაშვილი აპირებს, შეწყვიტოს მკურნალობის პროცესი, თუ მასთან არ შეუშვებენ პარლამენტის დეპუტატებს.

ადვოკატი განმარტავს, რომ დეპუტატებს აქვთ სააკაშვილის მონახულების უფლება:

"მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატებს რომ არ ეძლევათ შეხვედრის შესაძლებლობა, ეს არის პოლიტიკური იზოლაციონალიზმი. ამ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა შეზღუდონ.

მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია: თუ ეს გაგრძელდება და არ დაესმება წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა დანიშნულებით, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა".

მოგვიანებით სააკაშვილმა განმარტა, რომ პროტესტის აღნიშნულ ფორმას შესაძლოა, ხვალიდან მიმართოს:

"უკვე 1 კვირაა, ჩემთან არ უშვებენ "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუს–ის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.

თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი".

მეორე დღეა, სააკაშვილთან შეხვედრას ცდილობს მისი თანაპარტიელი, პარლამენტის წევრი აკო მინაშვილი. ვიდრე სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, დეპუატატები მასთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის გაცემული საშვებით ახერხებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S