ბათუმის საკრებულოს სხდომა შეწყდა
26/11/2021 07:40:56 პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოს სხდომა შეწყდა. 2017 წელს არჩეულმა საკრებულომ ვერ მოასწრო ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. სხდომის ჩასაშლელად "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ სპეციფიკური სუნის ხსნარი დააქცია.
"უწყინარი ხსნარია, რომელსაც იყენებენ ვეტერინარები... ეს საკრებულოს სხდომა დღეს უნდა ჩაიშალოს, მე ვამბობდი ამას. ბიუჯეტი არ უნდა მიიღოს ვადაგასულმა საკრებულომ, მე არ მინდოდა ძიძგილაობა. მივიღე, ასეთი უწყინარი გადაწყვეტილება", -განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
ხსნარის დაქეცევის შემდეგ, რომელზეც დეპუტატმა თქვა, რომ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, სხდომათა დარბაზი დეპუტატებისგან დაიცალა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, სადაც საკრებულოს სხდომა იმართებოდა, კვლავ ხმაურია.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული დეპუტატები მოითხოვენ ქალაქის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ არ დაამტკიცოს, რადგან, მათი თქმით, მას "ვადა გაუვიდა". ამას არ იზიარებენ "ქართული ოცნების" ის წევრები, რომლებიც 2017 არჩევნებით გახდნენ საკრებულოს დეპუტატები.


