Accentnews.ge
ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში 2022 წლის ბიუჯეტები პროტესტის ფონზე დაამტკიცეს

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში 2022 წლის ბიუჯეტები პროტესტის ფონზე დაამტკიცეს

26/11/2021 08:34:43 პოლიტიკა

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში 2022 წლის ბიუჯეტები პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ძველი საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ახალ საკრებულოს მიზანმიმართულად არ იწვევდნენ, რათა ფინანსური დოკუმენტი თავისი სურვილისამებრ დაემტკიცებინათ.

ბათუმის საკრებულოში სხდომის ჩასაშლელად ენმ-ის წევრმა მირდატ ქამადაძემ დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება დაასხა, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძველი საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურია. ორივე ქალაქის საკრებულოებთან დილიდან მობილიზებულია პოლიცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S