Accentnews.ge
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერისთვის მოიწვია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერისთვის მოიწვია

26/11/2021 09:33:10 პოლიტიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს 12:00 საათზე მოიწვია.

2017 წლის მოწვევის საკრებულოებს უფლებამოსილება 3 დეკემბერს შეუწყდება. მანამდე მათმა ნაწილმა მოასწრო 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.

მუნიციპალიტეტებში, სადაც “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა, ძველმა საკრებულოებმა დაჩქარებული წესით განიხილეს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი. ბიუჯეტი პროტესტის ფონზე დაამტკიცეს ბათუმის და ზუგდიდის საკრებულოებში.

ამასთან, დღესვე იგეგმება ძველი შემადგენლობის მიერ ახალი ბიუჯეტის დამტკიცება სენაკის, მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S