"ალტ-ინფოს" პარტიის რეგისტრაცია შეჩერდა
26/11/2021 12:53:35 პოლიტიკა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ძალადობრივი ჯგუფის "ალტ-ინფოს" პარტიის – "კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაცია შეაჩერა.
როგორც რეესტრის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება რეგისტრაციის პირობებს.
ხარვეზების აღმოსაფხვრელად მათ 10-დღიანი ვადა მიეცათ.
"ალტ-ინფომ" პარტია 22 ნოემბერს დააფუძნა. ყრილობაზე მათ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე აირჩიეს.


