კალაძე – სააკაშვილზე: „მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ?“

26-11-2021 22:33:28 პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობასთან დაკავშირებულ შეკითხვას ირონიულად პასუხობს

„კიდევ, რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ? მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ? – გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან – იგივე გავაკეთოთ? ჩვენ ხომ სამართლებრივ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება?! თუ ჩადიხარ დანაშაულს, მერე რა, რომ პოლიტიკოსია? მერე რა, რომ მაღალი თანამდებობის პირი იყო? მერე რა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყო? ჩვენ რა, დაგვავიწყდა ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე? რა დამოკიდებულება იყო საზოგადოების მიმართ, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ეს დაავიწყდა საზოგადოებას, დაავიწყდა რა ხდებოდა საპატიმროებში? დაავიწყდა საზოგადოებას, ბიზნესის მიმართ რა მდგომარეობა იყო და როგორი მიდგომები ჰქონდათ, როგორ ატერორებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს, როგორ კლავდნენ ახალგაზრდებს ქუჩაში? 26 მაისს გახსოვთ, ხომ, მოკლული ადამიანები სახურავებზე რომ შემოყარეს“ – განაცხადა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ამავე ეთერში მან განაცხადა, რომ არა ენმ–ს არამედ იმჟამინდელ მიღწევებს უჭერდა მხარს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები