ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალებზე ბლინკენი მათ შორის, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის საკითხზეც ისაუბრებს

27-11-2021 10:47:43 პოლიტიკა

ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მათ შორის, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის საკითხზეც ისაუბრებს.

"სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ გამოთქვამს განსაკუთრებულ შეშფოთებას რუსეთის მუდმივი აგრესიის გამო აღმოსავლეთ უკრაინაში, ისაუბრებს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციაზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე და ბელარუსში და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე", – განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა.

ენტონი ბლინკენი 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით რიგაში დაგეგმილ ნატო-ს მინისტერიალში და 2-3 დეკემბერს სტოკჰოლმში დაგეგმილ ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები