"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს მას, რომ იგი ხვალ იყოს სასამართლოში"
28/11/2021 18:14:55 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს მას, რომ იგი ხვალისთვის დაგეგმილ სასამართლო პროცესს დაესწროს.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს მას, რომ იგი ხვალ იყოს სასამართლოში. იგი მოუთმენლად ელოდება, რომ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თავისი სიტყვა. სუსუტად არის კიდევ, მაგრამ ისე სუსტად არ არის, პირიქით, ძალიან მოწადინებლია, რომ ხვალ იყოს სასამართლოში", – განაცხადა ყიფშიძემ.
მისი თქმით, მისცემენ თუ არა სააკაშვილს მისსავე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას, მისთვის უცნობია.
რაც შეეხება, ენმ-ის წევრის გიორგი ჩალაძის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან მანქანა დგას, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ავრცელებს, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, პალატასთან მანქანები ნამდვილად დგას, თუმცა მას ინფორმაცია არ აქვს, თუ რა ტიპის მანქანებია ისინი.
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს 11:00 საათზეა ჩანიშნული.


