პენიტენციური სამსახურის ავტომანქანამ ესკორტის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია დატოვა
29/11/2021 05:33:00 პოლიტიკა
პენიტენციური სამსახურის ავტომანქანამ ესკორტის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია დატოვა.
ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის, იმყოფება თუ არა პენიტენციური სამსახურის ავტომობილში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ესკორტის თანხლებით გორიდან თბილისისკენ სწორედ სააკაშვილის ტრანსპორტირება ხორციელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში კომენტარი ჯერ-ჯერობით არ კეთდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება.


