Accentnews.ge
სააკაშვილის პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

სააკაშვილის პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

29/11/2021 05:37:52 პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, აქცია გაიმართება.

მოქალაქეები ადგილზე შეკრებას 11:00 საათიდან გეგმავენ.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია, ის ფაქტი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს აქამდე საკუთარ პროცესებზე დასწრების უფლებას არ აძლევენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს დღეს მაინც გადადგამს.

ცოტა ხნის წინ პენიტენციური სამსახურის ავტომანქანამ ესკორტის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორია დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ესკორტის თანხლებით გორიდან თბილისისკენ სწორედ სააკაშვილის ტრანსპორტირება ხორციელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურში კომენტარი ჯერ-ჯერობით არ კეთდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S