"არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყის განცდა?" – სააკაშვილმა საზოგადოებას სასამართლოს დარბაზიდან მიმართა
29/11/2021 09:41:20 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე პოლიტიკური განცხადების გაკეთების შესაძლებლობა მიეცა.
„რამდენიმე დღე ვიარე საქართველოში, მქონდა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება, ვნახე, რომ ხალხი ძალიან მოღუშული, გაუბედურებულია. მინდა, გკითხოთ, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? სიყვარული და სითმო? განვითარების ტემპი? თუ მოგენატრათ, ის, რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ“,– განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, რომელსაც დღეს პირველად ესწრება.
ამასთან, მიზეზების განმარტებისას, თუ რატომ დაბრუნდა საქართველოში , განაცხადა, რომ არასდროს ყოფილა ისე კარგად, როგორც იყო ევროპის უდიდეს ქალაქში –უკრაინაში: ჰქონდა სახლი, პატივისცემა, მაღალი ხელფასი, კითხულობდა ლექციებს, თუმცა უარი თქვა ყველაფერზე და ჩამოვიდა საქართველოში, სადაც საფრთხე ექმურებოდა, რის გამოც, შესაძლოა, მიიჩნიონ, რომ ის საღ გონებაზე არაა.
„უარი ვთქვი ამ ყველაფერზე, დროებით, ყოველ შემთხვევაში და ჩამოვედი“.


