Accentnews.ge
„ციხეში ძალიან ბევრი რუსული პროდუქტი იყიდება, ტელევიზორში ბევრი რუსული არხია, მსგავსი არაფერი ხდება უკრაინაში"

„ციხეში ძალიან ბევრი რუსული პროდუქტი იყიდება, ტელევიზორში ბევრი რუსული არხია, მსგავსი არაფერი ხდება უკრაინაში"

29/11/2021 09:55:14 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ დაბრუნდა საქართველოში მით უფრო, რომ უკრაინაში მისი თქმით, ყველაფრით იყო უზრუნველყოფილი.

როგორც სააკაშვილი ამბობს, აღნიშნულისკენ ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ უბიძგა. ამ კონტექსტში ახსენა რუსული გავლენაც:

"ჩემი საყვარელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ამბობდა, რომ ჩვენ ვართ ერთი თაობის იქით დამოუკიდებლობის დაკარგვიდან. მინდა, სამწუხაროდ ვთქვა, რომ დღეს დაგვიდგა ის დრო, როცა ეს არის ის, რაც ჩვენ თვალწინ ხდება. ეს არის ობიექტური რეალობა. მე რომ ბათუმში ვიყავი, დავდიოდი და ვხედავდი, ძალიან ბევრი რუსი დადის. რუსები სხვადასხვანაირები არსებობენ, მაგრამ რაღაც საკმაოდ უჯიშო, გაურკვეველი წარმოშობის პროვინციული რუსები, რომლებიც ყიდულობენ იმ ბინების 70%-ს, რომელიც იქ შენდება. მე დავინახე, რომ მაგალითაც ციხის მაღაზიაში ძალიან ბევრი რუსული პროდუქტი იყიდება, ელემენტარული რაღაცები, ტელევიზორში ძალიან ბევრი რუსული არხია ქართულ ენაზე ნათარგმნი. სხვა თაშორის, მსგავსი არაფერი ხდება უკრაინაში, იქ ეს ყველაფერი აკრძალულია, რადგან უკრაინა რუსეთთან მეომარი ქვეყანაა, ისევე, როგორც საქართველო“.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, მან ბევრისგან მოისმინა, რომ უნდა დაბრუნდეს საქართველოში, მათ შორის ემიგრანტებისგან, ოჯახის წევრებისა და მისთვის პატივსაცემი ადამიანებისგან:

„ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა – ნიკუშამ, „ან ახლა ან არასდროს“, მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც გავზარდე ორი შვილი, სანდრას ნამუშევრის კვალი რჩება და ვხედავ ყველგან, მა ორს, ციხის სისტემაში, სადაც ბევრი საქმე აქვს გაკეთებული პატიმრების ჯანდაცვის კუთხით“.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დღეს პირველად ესწრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S