სააკაშვილი: „ბევრი მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხრჩობის მცდელობა“
29/11/2021 10:38:20 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს და პროცესში მასზე ძალადობა განხორციელდა.
„სასწრაფო დახმარების კარი ჯერ გაღბული არ იყო, რომ ატყდა შუმოკი, ჩემი სახელის ძახება. არავინ იცოდა, რომ იქ გადავყავდი, ყველას გორის სამხედრო ოსპიტალი ეგონა, ამათ კი რატომღაც იცოდნენ. [...] ბევრ მირტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მოხჩობის მცდელობა, კისერში ჩაწოლა. გამაძრეს ფეხსაცმელი, შემომახიეს ტანსაცმლის ზედა ნაწილი და ასე შიშველი ამიყვანეს ცემა–ტყეპით და გინებით და დამაგდეს პალატაში“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში, საკუთარ პროცესზე, რომელსაც პირველად ესწრება.
მისივე თქმით, #12 დაწესებულებაში მის მოძღვართან შეხვედრაზეც უარი უთხრეს.


