„ბევრი ისეთი შეცდომაა, რომელსაც მწარედ ვნანობ, მაგრამ საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია“
29/11/2021 11:04:49 პოლიტიკა
ბევრი ისეთი შეცდომაა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელსაც პირველად დაესწრო.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ "საკმარისზე მეტი" შეცდომა დაუშვა მმართველობის დროს, თუმცა საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია:
"შეცდომაა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, ეს შეეხო ბევრ ჩემ თანამემემამულეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ, ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდონები და გადაცდომები ერთია და დანაშული მეორე. მე ვარ მიხელ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. მე მინდა, ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო დამნაშავე".


