„ჩემი არც ერთი ჩვენება არაა სააკაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი ჩვენება და ვერც იქნება“
29/11/2021 15:25:10 პოლიტიკა
პარლამენტის ყოფილი თამჯდომარე, „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სასამართლო პროცესებზე მის მიერ მიცემული ჩვენებები პოლიტიკური შეფასებებია და პირდაპირი ჩვენებები.
„მე შურისძიების მონაწილე არ ვიქნები, ჩემთვის მთავარი სამართლინობაა“,– განაცხადა ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
როგორც ბურჯანაძე ამბობს, მას დანაშაულის შესახებ ინფორმაცია რომ ჰქონოდა და ამის შესახებ არ ეთქვა, პასუხისგება მოუწევდა.
„არც ერთი არაა სააკაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი ჩვენება და ვერც იქნება: მე რომ მცოდნოდა, რომ სააკაშვილი დანაშაულს სჩადიოდა და ეს 2013 წლამდე არ მეთქვა და მხოლოდ სასამართლოზე მეთქვა, მეც ციხეში უნდა ვიჯდე დანაშაულის დაფარვისთვის. მე ყველა სასამართლო პროცესზე ვლაპარაკობდი იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მიმაჩნდა, რომ ჰქონდა, როგორც ყოფილ პრეზიდენტს და ეს პასუხისმგებლობა სააკაშვილმა 2007 წელსაც აიღო, როდესაც გადადგა და რაც მთავარია, 2012 წელს, როდესაც მოსახლეობამ არჩევნებით გაუშვა ხელისუფლებიდან.
რაც შეეხებ პირდაპირ დანაშაულებს, მე ვერც ვიტყოდი, რადგა ჩემი თანდასწრებით არც ერთი დანაშაული არ დაგეგმილა და არც განხორციელებულა. ცილისწამებას კი არც მაშინ დავიწყებდი და არც ახლა დავიწყებ. ამიტომ, პირდაპირ დანაშაულში სააკაშვილს ხელს ვერ დავადებდი“.
მისივე თქმით, არაფერი საერთო სამართლიანობასთან მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს არ აქვს.
“სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო. სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მოგწონს თუ არა, ის ნამდვილად პოლიტიკოსია. ფაქტია, მას ნათლად აქვს გააზრებული, რას აკეთებს, რას ამბობს. ასევე ფაქტია, რომ ის დღეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და არავითარი კავშირი სამართლიანობასთან არა აქვს იმას, რომ სააკაშვილი დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგა“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


