Accentnews.ge
სააკაშვილი - "ოცნებაზე": "უკვე პირისპირ ჩავხედე თვალებში მათ შიშს"

სააკაშვილი - "ოცნებაზე": "უკვე პირისპირ ჩავხედე თვალებში მათ შიშს"

29/11/2021 18:08:26 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაბრუნების შემდეგ წერილობითი ფორმით გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი მონაწილეობით გამართულ სასამართლო პროცესს, რომელსაც ის პირველად დაესწრო.

„დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის. ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილია და მე ციხეში არ უნდა ვიჯდე და კარგად დოკუმენტირებული ფაქტების შემდეგ საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე.

დღის ანეკდოტი კი ისაა, რომ სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, "ქართული ოცნება" დიდი აზარტით არბევდა სასამართლოსთან მიტინგს და სრულიად უსამართლოდ აპატიმრებდა მონაწილეებს, მათ შორის, ჩემს მეგობარ გიგი უგულავას, რომელსაც მხოლოდ რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს მარნეულში", - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც „ფეისბუკზე", მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S