Accentnews.ge
საქართველოს პრემიერი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან

საქართველოს პრემიერი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან

30/11/2021 07:22:22 პოლიტიკა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური ავრცელებს.

„ორ კვირაში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, შესაბამისად, აღნიშნული ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმისთვის, რომ ასოცირებულმა პარტნიორებმა თავისი პრიორიტეტები გააცნონ ევროკავშირის ხელმძღვანელობას", - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ბელგიის სამეფოში, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

ელჩის თქმით, საუბარი იქნება, ერთის მხრივ, როგორც სამიტის პოლიტიკური დეკლარაციის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე იმ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე, რომლებიც სამი ქვეყნისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მნიშვნელოვანია.

„თვითონ ის ფაქტი, რომ ასოცირებულ პარტნიორებს ხვდება ევროკავშირის სამივე პრეზიდენტი - ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის, მნიშვნელოვანი აღიარებაა ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან ასოცირებული პარტნიორობისა და მათი ამბიციებისა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების კონტექსტში“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S