კობახიძე – სააკაშვილზე: "ყველას გაგვახსენა მარკესის “პატრიარქის შემოდგომა“
30/11/2021 09:10:25 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუშინ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საზოგადოებამ „ყოფილი დიქტატორი“ იხილა.
"გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები "პატრიარქის შემოდგომა". გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორის გამოსვლა, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის ბოროტად იყენებდა. ჩვენ გვახსოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებები და ის დღემდე, დღესაც, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია, არის საზოგადოებრივად საშიში", – განაცხადა კობახიძემ.


