Accentnews.ge
"საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ღირებულებები გვაერთიანებს, ჩვენი მიზანია დავწინაურდეთ ევროკავშირთან პოლიტიკური  და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე"

"საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას საერთო ღირებულებები გვაერთიანებს, ჩვენი მიზანია დავწინაურდეთ ევროკავშირთან პოლიტიკური  და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე"

30/11/2021 09:38:02 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები აერთიანებს და მათი მიზანი ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე დაწინაურებაა.

„ბრიუსელში ასოცირებული ტრიოს პირველ ვიზიტს ვიწყებთ, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმართება ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ დავიდ მარია სასოლისთან. ევროპული მისწრაფებები და საერთო ღირებულებები გვაერთიანებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთგული მონაწილეები ვართ. ჩვენი მიზანია დავწინაურდეთ ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ბრიუსელში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S