Accentnews.ge
"მგონია, რომ კობახიძეს განათლება გერმანიაში აქვს მიღებული მესამე რაიხის დროს"

"მგონია, რომ კობახიძეს განათლება გერმანიაში აქვს მიღებული მესამე რაიხის დროს"

30/11/2021 10:00:00 პოლიტიკა

პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციაზე „უცნაური“ წარმოდგენა აქვს.

სამადაშვილის თქმით, კობახიძის განცხადებები შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მან გერმანიაში განათლება მესამე რაიხის დროს მიიღო.

"ბატონი კობახიძე გამოდიოდა სიტყვით და ამბობდა, რომ თურმე საქართველო "ქართული ოცნების" პირობებში არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. საერთოდ, ბატონ კობახიძეს რომ ვუსმენ, რომელსაც ხშირად მოაქვს თავი საკუთარი განათლებით ევროპაში, მგონია, რომ გერმანიაში განათლება მიღებული აქვს 1933 - 1945 წლამდე ისტორიულ პერიოდში, მესამე რაიხის დროს, ისეთი უცნაური წარმოდგენა აქვს იმაზე, რა არის თანამედროვე ევროპული დემოკრატიული ცივილიზაცია. ბატონ კობახიძეს, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ დილეგში ჩაგდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თრევა და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა არის ევროპული საქციელი. როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთანხმებული დოკუმენტის ევროპისთვის უკან მიგდება არის ევროპული საქციელი. როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ევროპაში კარდაკარ სიარული და მტკიცება, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, უკანასკნელი ბასტიონი, სახალხო დამცველის სახით არის ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პროექტი, არის ევროპული საქციელი",– განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, არასდროს ყოფილა საქართველო უფრო შორს ევროპისგან, ვიდრე დღეს და ეს „ქართული ოცნების“ ცხრაწლიანი მმართველობის დამსახურებაა:

"ჩემი ცხოვრების 16 წელიწადი მოვუძღვენი ამ ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირთან. არასდროს არ ქონია ჩემთვის მნიშვნელობა წარმატებას ევროპასთან ურთიერთობაში ვინ გაიფორმებს, რომელი პოლიტიკური ძალა, რადგან ქვეყნის წარმატებაა ევროპასთან ჩვენი დაახლოება. არასდროს არ ყოფილა უფრო შორს ეს ქვეყანა ევროპისგან, ვიდრე არის დღეს და ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ ცხრაწლიანი მმართველობის დამსახურება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S