"საქართველოში ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაგეგმილი რეფორმები"
30/11/2021 11:42:27 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში ბოლომდე უნდა მიიყვანონ დაგეგმილი რეფორმები.
როგორც მან "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღმოსავლეთ პარტნიორებთან მიმართებაში გამოწვევები ერთად უნდა დაძლიონ.
„საქართველოში ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაგეგმილი რეფორმები თანმიმდევრულად და დამაჯერებლად, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. აღმოსავლეთ პარტნიორებთან მიმართებაში გამოწვევები ერთად უნდა დავძლიოთ, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობით. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას იმისთვის, რომ პარტნიორებს შორის თანამშრომლობაში მეტი ერთობლივი ძალისხმევა გაჩნდეს, მათ შორის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის. ეს მიმართული იქნება საერთო გამოწვევების დასაძლევად, ასევე მდგრადი განვითარებისკენ და პოლიტიკური სტაბილურობისკენ. ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება მათი საზოგადოებების მხარდაჭერისთვის, ხელს შეუწყობს პარტნიორებს და ბრიუსელს შორის კოორდინაციის გაძლიერებას", – განაცხადა მიშელმა.


