Accentnews.ge
"ნატო-მ შეცდომა დაუშვა, როდესაც უარი თქვა 2008 წელს საქართველოსთვის MAP-ს გადაცემაზე"

"ნატო-მ შეცდომა დაუშვა, როდესაც უარი თქვა 2008 წელს საქართველოსთვის MAP-ს გადაცემაზე"

30/11/2021 14:00:28 პოლიტიკა

ნატო-მ შეცდომა დაუშვა, როდესაც უარი თქვა 2008 წელს საქართველოსთვის ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გადაცემაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა რიგაში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოს 2008 წელს დაესხნენ თავს, ეს მოხდა ცნობილი სამიტის შემდეგ, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით საქართველოსთვის MAP–ს გადაცემაზე. ნატო-ს წევრების ნაწილი უმცირესობაში ვიყავით და ვამბობდით, რომ საქართველოსთვის MAP–ს გადაცემაზე უარით ჩვენ ვახდენთ აგრესორის პროვოცირებას და მათ უჩნდებათ სამოქმედო სივრცე. მაშინ ჩვენ გვითხრეს, რომ ვცდებით, ეს იქნება პროვოკაცია და რუსეთი იქნება აგრესიული. როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოხდა, ვუთხარით მათ, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. შეხედეთ, ომი მოხდა, ტერიტორიებია ოკუპირებული – ამაზე გვიპასუხეს, რომ არა თქვენ ისევ ცდებით, რადგან შეიძლება, უარესი მომხდარიყო. ახლა ისევ ვფიქრობთ, ეს არ შეიძლება, იყოს სწორი, რადგან შედეგი სახეზეა – ვიხილეთ საქართველოს მაგალითი და შემდეგ უკვე ყირიმის ანექსია. დონბასის წინააღმდეგ აგრესია და ე.წ. ბორდერიზაცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ახლაც მიმდინარეობს. ასევე დონბასში გრძელდება რუსეთის პასპორტების გაცემა. შეხედეთ, ბელარუსში თვითმფრინავების გატაცება, პოლონეთის და ლიეტუვის საზღვრებთან მიგრანტების გამოყენება ხდება. ეს ისევ და ისევ არის გამოცდა. ისინი გვიწყობენ გამოცდას, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა. თუ საფასური მისაღებია, მაშინ ისინი გააგრძელებენ ქმედებებს, რატომაც არა?“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S