მიშელი სამ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ: "რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედია"
30/11/2021 15:43:48 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ–მინისტრებთან გამართულ შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ "რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა თანამშრომლობის ქვაკუთხედია".
„ევროკავშირი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ყველაზე სანდო პარტნიორია. რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედია. შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს, რათა განგვეხილა, თუ როგორ გავაგრძელოთ რეფორმების ძალისხმევა ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მომავალი სამიტის წინ“, – წერს სოციალურ ქსელში შარლ მიშელი.


