"მოუთმენლად ველი მოახლოებულ სამიტს, რომელიც ახალ ბიძგს მისცემს "აღმოსავლეთ პარტნიორობას"
30/11/2021 17:03:12 პოლიტიკა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან გამართულ შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ მხარეებმა "ასოცირების შეთანხმებების სრული პოტენციალი უნდა გამოიყენონ".
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრემიერ-მინისტრებს შევხვდი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებათა სრული პოტენციალი და ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გავაძლიეროთ. მოუთმენლად ველი მოახლოებულ სამიტს, რომელიც ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობას", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.


