Accentnews.ge
"ჩვენ ნათელი გზავნილი უნდა მივცეთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, კიდევ უფრო მეტი გააკეთონ ევროკავშირთან ურთიერთობებში"

"ჩვენ ნათელი გზავნილი უნდა მივცეთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, კიდევ უფრო მეტი გააკეთონ ევროკავშირთან ურთიერთობებში"

30/11/2021 17:32:22 პოლიტიკა

"ჩვენ ნათელი გზავნილი უნდა მივცეთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, კიდევ უფრო მეტი გააკეთონ ევროკავშირთან ურთიერთობებში", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიუსელში "ასოცირებული ტრიოს" ფორმატში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადი რეფორმების განხორციელების ფარგლებში წინსვლა არის კიდევ უფრო ხელშესახები, ვიდრე ადრე იყო და ეს უნდა იყოს ასახული ევროკავშირის მიდგომებში:

"ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო "ასოცირებული ტრიოსთვის". "ასოცირებული ტრიო" შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს და ევროპული პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ სასოლის. მადლობელი ვარ ევროპელი პარტნიორების ღია და გახსნილი საუბრისთვის. "ასოცირებული ტრიოს" ინიციატივა მიზნად ისახავს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" გაძლიერებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტნიორობა განვითარდეს მიღწეული წინსვლის საფუძველზე და არსებული სისუსტეები გამოსწორდეს და მოგვარდეს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ გეოპოლიტიკური პოზიცია და ნათელი გზავნილი მივცეთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, კიდევ მეტი გააკეთონ მათ ურთიერთობებში ევროკავშირთან. ტრიოს თანამშრომლობის დღის წესრიგი გააძლიერებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინსტრუმენტებს და არ ჩაანაცვლებს არსებულ ინიციატივებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ დადებითი შეფასება იმ ძალისხმევისა, რომელიც ტრიომ სამიტამდე განახორციელა. წინსვლა ძირითადი რეფორმების განხორციელების ფარგლებში არის გარკვეულწილად კიდევ უფრო ხელშესახები, ვიდრე ადრე იყო და ეს უნდა იყოს ასახული ევროკავშირის მიდგომებში, დახმარების პაკეტებში".

ამასთან, მისივე თქმით, "ასოცირებული ტრიო" მიესალმება ეკონომიკისა და ინვესტიციის გეგმების შესახებ ინიციატივებს:

"ჩვენ მივესალმებით იმ შემოთავაზებას, რომელიც ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას გულისხმობს და მოუთმენლად ველით გამოცხადებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დამტკიცებას ჩვენი ქვეყნებისთვის და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ პარტნიორთან ერთად იმისათვის, რომ ახალი ინიციატივები წამოვაყენოთ და ძალიან კონკრეტული პროექტები განვახორციელოთ ხელშესახები სარგებლის მოსატანად ჩვენი მოსახლეობისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S