Accentnews.ge
"მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ვართ ევროპული გზის ერთგულები"

"მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ვართ ევროპული გზის ერთგულები"

30/11/2021 17:38:42 პოლიტიკა

"მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ვართ ევროპული გზის ერთგულები", – ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ ბრიუსელში "ასოცირებული ტრიოს" ფორმატში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ერთგულები არიან.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უფრო დავახლოვდით, და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა და დიალოგი უფრო გაღრმავდა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ გარკვეულ ეტაპებზე გარკვეული ჩამორჩენები გვქონდა, მაგრამ ეხლა ჩამორჩენების დრო აღარ არის. ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მტკიცე და ძლიერი სამომავლო პოლიტიკური დეკლარაციები უნდა მივიღოთ",- განაცხადა ნატალია გავრილიცამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S