Accentnews.ge
"კოვიდით ბევრი ნათესავი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით მემუქრებიან"

"კოვიდით ბევრი ნათესავი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებით მემუქრებიან"

30/11/2021 17:49:57 პოლიტიკა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე კრიტიკული პოსტების დაწერის გამო "ვიღაცები მიუგზავნეს" და დაემუქრნენ.

სარალიძემ ღარიბაშვილი კორონავირუსის პანდემიის მართვის გამო გააკრიტიკა.

"დღეს კიდევ ერთი ბიძა დავასაფლავე, რის გამოც დაიმსახურა ღარიბაშვილმა ჩემი შეურაცხყოფა და დაიმსახურებს ყოველთვის, რამდენი ადამიანიც გარდაიცვლება დღეში კოვიდით. ეს არის პირდაპირ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა. ღარიბაშვილი არის ერთი დიდი ოჯახის ხელმძღვანელი. როცა ოჯახის ხელმძღვანელის დაუდევრობით ადამიანი კვდება, ვის კისერზეა? ეს არის, რა თქმა უნდა, ოჯახის უფროსის კისერზე. ძალიან ბევრი ნათესავი დავკარგე, ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება ღარიბაშვილის მიმართ და იმის მაგივრად, ჩემთვის ეკითხათ, რა მოხდა, ვიღაცები მომიგზავნეს და ცოლ-შვილის გაუპატიურებითა და რაღაცებით მემუქრებიან. ესენი არიან არანორმალურები", - განაცხადა სარალიძემ "ტვ პირვლის" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S