"ევროპარლამენტი უპირობოდ უჭერს მხარს "ასოცირებული ტრიოს" ინიციატივას და ევროკავშირთან მათი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას"
30/11/2021 18:33:47 პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ მარია სასოლი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი უპირობოდ უჭერს მხარს "ასოცირებული ტრიოს" ინიციატივას და ევროკავშირთან მათი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრემიერ-მინისტრებთან. თქვენი ქვეყნები წარმოადგენენ ევროპის, ჩვენი საერთო ისტორიის და საზიარო მომავლის არსებით ნაწილს. ევროპარლამენტი უპირობოდ უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და ევროკავშირთან თქვენი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას",- წერს დევიდ მარია სასოლი სოციალურ ქსელში.


