"დაგვიძახე და რატომ დაგვშალეო? და მაპატიეთ რა, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? არ წაგიყვანთ შტურმისკენ, არ ვასროლინებ სპეცრაზმელებს ტყვიას"
30/11/2021 19:15:04 პოლიტიკა
ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის მისამართით ისმის პრეტენზიები, რატომ აღარ გრძლედება აქციები.
როგორც მელია აცხადებს, საპროტესტო აქციების პიკი დადგება, თუმცა ამ პიკისთვის საპროტესტო მოძრაობა მზად უნდა იყოს.
"როცა გჯერა რას აკეთებ და იცი, რომ ეს არის შედეგზე ორიენტირებული, დიახაც, დარწმუნებული ვარ, რომ უნდა აკეთო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მცირე ჯგუფს არ მოსწონდეს. დაგვიძახე და რატომ დაგვშალეო? და მაპატიეთ რა, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? არ წაგიყვანთ შტურმისკენ, ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ, არ ვასროლინებ ჩემი ერთი განცხადებით უამრავ სპეცრაზმელს ტყვიას, რომელიც ჩვენს ბევრ მეგობარს შუბლში მოხვდება. არ ვასროლინებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეჟიმის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს. [...] საპროტესტო აქციების პიკი დადგება და ამ პიკისთვის საპროტესტო მოძრაობა უნდა იყოს მზად. იმისათვის, რომ რეჟიმმა არაძალადობრივი, შენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით ვეღარ გაგიძლოს. ამას არ ვმალავ. ამ პიკისთვის, დიახაც, ჩვენ უნდა ვემზადოთ", – განაცხადა მელიამ.


