Accentnews.ge
"ნატო მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და მზად ვართ, საქართველო და უკრაინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით უზრუნველვყოთ"

"ნატო მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და მზად ვართ, საქართველო და უკრაინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით უზრუნველვყოთ"

01/12/2021 07:36:03 პოლიტიკა

ნატო მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ჩვენ კვლავაც მზად ვართ, საქართველო და უკრაინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით უზრუნველვყოთ, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნაზე სიტვით გამოსვლისას განაცხადა.

„განსაკუთრებით მივესალმებით მინისტრ ზალკალიანსა და მინისტრ კულებას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ამ სხდომაზე, რომელიც იმართება საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით. ივნისში ბრიუსელში გამართულ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში და მიისწრაფიან ალიანსის წევრობისკენ. ნატო მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და ჩვენ კვლავაც მზად ვართ, საქართველო და უკრაინა პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები რიგაში მიმდინარე შეხვედრაზე, მათ შორის უკრაინის, ბელორუსის და შავი ზღვის რეგიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S