Accentnews.ge
"19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ „ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ვალდებულება არ აქვს"

"19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ „ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ვალდებულება არ აქვს"

01/12/2021 08:50:57 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ „ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ვალდებულება არ აქვს".

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 ხმა სჭირდება და პოლიტიკურ ძალებს შორის სრული თანხმობა უნდა იყოს.

„ოპოზიციას საკმაოდ საინტერესო მიდგომები აქვს, რადგან ერთის მხრივ, საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს მიაბეს და გამოაცხადეს რეფერენდუმად და წააგეს, მაგრამ არ ეშვებიან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარს. საკონსტიტუციო ცვლილების პროცესს 113 ხმა სჭირდება და სრული თანხმობა უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის, მაგრამ სრული თანხმობის პროცესი უნდათ, გამოიყენონ დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, რომ შემდეგ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვონ. საკვირველია, რომ ამას საჯაროდაც კი ამბობენ და ამაზე საუბარს არ ერიდებიან. თუ მათ სურთ, რომ თანხმობას მიაღწიონ, რათა შემდეგ გამოიწვიონ უთანხმოება, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ. მათ რიგგარეშე არჩევნები სურდათ და ამაზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრათ. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიცია თინეიჯერული ასაკიდან ვერ გამოვიდა, რადგან ერთსა და იმავეს ითხოვენ – არჩევნებს, შემდეგ აგებენ და ისევ არჩევნებს ითხოვენ. 2024 წლამდე არანაირი არჩევნები დაგეგმილი არ არის და ამისთვის მოემზადონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S