"ბუქარესტის სამიტის ვალდებულებები უნდა შევასრულოთ"
01/12/2021 09:21:25 პოლიტიკა
საქართველოსა და უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა ძალიან საჭიროა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ახლო პარტნიორები – უკრაინა და საქართველო ნატო-ს საგარეო მინისტერიალის სხდომას ესწრებიან. ორივე პარტნიორის პრაქტიკული მხარდაჭერა ძალიან საჭიროა. ჩვენ ასევე უნდა შევასრულოთ ბუქარესტის სამიტის ვალდებულებები. ღია კარი ღია უნდა იყოს საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრები რიგაში მიმდინარე შეხვედრაზე, მათ შორის უკრაინის, ბელორუსის და შავი ზღვის რეგიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.


