"ნატო-ს მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის პროგრესს ინტეგრაციის გზაზე"
01/12/2021 09:26:36 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ნატო-ს მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქვეყნის პროგრესს ინტეგრაციის გზაზე.
„მოხარული ვარ მოკავშირეებს შორის ყოფნით. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობასა და პროგრესს ინტეგრაციის გზაზე. დიდი მადლობა ლატვიას მასპინძლობისთვის და ალიანსის მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.
ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრები რიგაში მიმდინარე შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებიც ესწრებიან, მათ შორის უკრაინის, ბელორუსის და შავი ზღვის რეგიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.


