ენმ ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებს
01/12/2021 09:42:43 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებს.
აქცია ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს უკავშირდება. მოქალაქეები ადგილზე 11:00 საათიდან შეიკრიბებიან და მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
ჯერ–ჯერობით უცნობია, მისცემენ თუ არა მესამე პრეზიდენტს საკუთარ პროცესზე დასწრების უფლებას, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სხვა გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.


