Accentnews.ge
პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 4 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 4 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

01/12/2021 10:00:04 პოლიტიკა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის წარდგენილ ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა დღევანდელ სესიაზე გაიმართა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გენადი მაკარიძემ მიიღო 81 ხმა, ხუთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო; ნინო სანდოძემ 80 ხმა მიიღო, ხუთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო; თამარ ოქროპირიძემ – 81 ხმა მიიღო, ხუთმა დეპუტატმა კი მის წინაღმდეგ მისცა ხმა. თეა ძიმისტარიშვილმა 81 ხმა მიიღო, ხუთი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის მიმდინარეობისას, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პროტესტის ნიშნად სასესიო დარბაზი დატოვეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე 4 კანდიდატი - გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი წარუდგინა. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გასაუბრება გაიმართა 25-26 ნოემბერს. გასაუბრების პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს სახალხო დამცველმა, საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა - ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S