Accentnews.ge
ქემოკლიძე განმარტავს, სად "გაუჩინარდა" გახარია

ქემოკლიძე განმარტავს, სად "გაუჩინარდა" გახარია

01/12/2021 17:20:27 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე განმარტავს, რატომ დისტანციადა აქტიური პოლიტიკიდან ექს–პრემიერი გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.

„გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ის პარტიის ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მიმდინარე პროცესები გვაქვს სხვადასხვა რეგიონებში , გვიახლოვდება ახალი საკრებულოების ამუშავების პირველი დღეები, შესაბამისად, ის აქტიურად მონაწილეობს აი, ამ პოლიტიკურ პროცესში. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ის ჯერ–ჯერობით დუმს და ჩემი აზრით, მისი დუმილი ნიშანდობლივია და ამავდროულად, საინტერესო“,– უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

დამაზუსტებელ კითხვას მან ამერიკული გამონათქვამით უპასუხა: „ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს: როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს და როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს. ამიტომ, მდუმარე ადამიანი ყოველთვის საინტერესოა. ჩვენ ვემზადებით აქტიურ პოლიტიკური ცხოვრებისთვის, „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის საბოლოო ჯამში“.

ქემოკლიძე ამბობს, რომ გახარია „არათუ არსად წასვლას არ აპირებს, არამედ, აპირებს მოსვლას აქტიურ პოლიტიკაში, რათა დავასრულოთ ის, რაც ხდება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S