Accentnews.ge
კალაძე – Inter Rao-ზე: "სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა"

კალაძე – Inter Rao-ზე: "სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს ნაწილობრივ დაკმაყოფილებაა"

01/12/2021 17:59:22 პოლიტიკა

საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ სასარჩელო მოთხოვნის გაზიარების საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე.

ის ამბობს, რომ „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო, ხოლო თავად უარი თქვა კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდაზე.

„თავის დროზე, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ ამ კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარი გადაგვეხადა. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნა იყო 200 მილიონ დოლარზე. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ეს პასუხისმგებლობა არ ავიღეთ და ამას ხელი არ მოვაწერეთ. აღნიშნული სარჩელი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება, რითაც უკვე დადასტურდა, რომ კომპანიას ეს 200 მილიონი დოლარი არ ეკუთვნოდა“, - თქვა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერი ამბობს, მისი მინისტრობის დროს არანირი საიდუმლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა:

„კახა კალაძეს არანაირი „გრიფით საიდუმლო“ ხელშეკრულება არ დაუდია. ამ ხელშეკრულებას 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო „გრიფით საიდუმლო“. შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესეც ჯერ დასადგენია, რადგან გასაჩივრებულია ზედა ინსტანციაში“.

რუსული ენერგეტიკული კომპანია „Интер РАО“-ს სარჩელის საფუძველზე, საქართველოს კომპანიისთვის 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა ეკისრება. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S