„80 მილიონი წელს უცხოელ ადვოკატებზე დაიხარჯება“ – გოცირიძე ხელისუფლებას ხარჯებს უთვლის
02/12/2021 07:45:10 პოლიტიკა
ენმ–ის წევრი რომან გოცირიძე ბიუჯეტის ფლანგვასთან დაკავშირებით საქართველოს ექს–პრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალს აბსურდულს უწოდებს და სანაცვლოდ „ქართულ ოცნებას“ ხარჯებს უთვლის.
„გახსნან სალომე ზურაბიშვილის და ბძინა ივანიშვილის ანალოგიური ხარჯები. ერთ წელში 250 მილიონი დავკარგეთ კორუფციულად გაფორმებული კონტრაქტებისა და მათი არასწორი ქმედებების შედეგად. მხოლოდ მათ მიერ დადებული კონტაქტების დავებისთვის 80 მილიონი ლარი დაიხარჯება წელს უცხოელი ადვოკატების მომსახურეობისთვის. ბოლო ექვს წელიწადში მსგავსი ხარჯები 172 მილიონი იყო“,– განაცხადა გოცირიძემ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმყფება.
ცნობისთვის: 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმართება. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.


