Accentnews.ge
"სანდრას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი სანდრასთან ერთად საბრალდებო სკამზე იმიტომ, რომ ამ ხარჯების მეოთხედი თუ მეხუთედი არის მისი"

"სანდრას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი სანდრასთან ერთად საბრალდებო სკამზე იმიტომ, რომ ამ ხარჯების მეოთხედი თუ მეხუთედი არის მისი"

02/12/2021 10:37:22 პოლიტიკა

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხარჯების დიდი ნაწილი, რომელსაც მას ედავებიან, საქართველოს ყოფილ პირველ ლედის მის ყოფილ მეუღლეს, სანდრა რულოვსს ეკუთვნის.

"სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე იმიტომ, რომ ამ ხარჯების მეოთხედი თუ მეხუთედი სანდრასია. ოღონდ, სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. სანდრას მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქართველი ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე. სანდრას მეშვეობით… სანდრა არ არის კორუფციონერი? ერთად ვიყავით გენერალური ასამბლეის სესიაზე ნიუ-იორკში და სასწრაფოდ ნიუ-იორკის ჰოსპიტალში გავუკეთეთ ოპერაცია. დაჯდა საკმაოდ ძვირი თანხა. რატომ არ არის სანდრა შეტანილი?”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლოს სხდომაზე.

სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლება, საზღვარგარეთ ვიზიტებისას ჯავშნიანი ავტომანქანით სარგებლობა და სხვა მსგავსი ხარჯები.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს იყენებდა პირადი და უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სხვადასხვა, მათ შორის საზღვარგარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ხარჯისთვისაც.

სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. სასამართლოსთან დამონტაჟებულია ეკრანი, რათა სააკაშვილის მხარდამჭერებმა თვალი ადევნონ პროცესს. სასამართლომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა უფლება, პირდაპირი სიგნალი პროცესიდან გაუზიაროს სხვა მედიასაშუალებებსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S