სააკაშვილი: „ბოტოქსი სიცრუეა, ეს იყო კანზე მკურნალობა“
02/12/2021 11:01:38 პოლიტიკა
საქარველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უარყოფს ბრალდებას, რომ საბიუჯეტო სახსრები კანის კოსმეტიკური პროცედურებისთვის გამოიყენა.
"რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე... გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომლებზეც ლაპარაკობთ, გაუგზავნეთ და მიიღეთ იმათგან დადასტურება, თუ ეს იყო კოსმეტიკური პროცედურა, თუ ეს არ იყო ჩვეულებრივი კანის სნეულების მკურნალობა, რომელიც დამემართა 2008 წლის შემდეგ, ნერვულ ნიადაგზე, როგორც ექიმები ამბობდნენ, ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებშიც შეგიძლიათ, რომ ნახოთ როგორ არის დასივებული სახე 2008 წლის შემდეგ და რომელიც რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ. მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს",– განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე.


