Accentnews.ge
"ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპს"

"ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპს"

02/12/2021 11:47:39 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, 5%-იანი ბარიერი არაა გზა, რომელიც პარლამენტში მრავალფეროვან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს.

"ზოგიერთს, ალბათ, არ ესმის, რომ დემოკრატია მოსაზრებათა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერის დაწევა იყო პოზიტიური რამ და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეთანხმდა ამაზე მოლაპარაკებების დროს, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომ დაბალი ბარიერი იქნებოდა პოზიტიური რამ საარჩევნო რეფორმისთვის. ეს იყო ერთ-ერთი პოზიტიური შედეგი 2020 წლის არჩევნებზე, რამაც მოიტანა ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში. არსებული 5%-იანი ბარიერის დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ, 2 ან 3 პარტია გადალახავს ბარიერს. ეს არ არის გზა, რომელიც პარლამენტში მრავალფეროვან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. ეს არ შეესაბამება იმ რეკომენდაციებს რაც გასცეს საერთაშორისო ექსპერტებმა და რაზეც შეთანხმდა პოლიტიკური სპექტრი. სამწუხარო იქნება, რომ რაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური აპრტიების წარმომადგენლები და მათ შორის, მმართველი პარტიაც, არ განხორციელდება", - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის: 19 აპრილს შეთანხმება ითვალისწინებდა საარჩევნო რეფორმას, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით გამართვას და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ან, მაქსიმუმ, 2%-იანი ბარიერის შემოღებას.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება. მისი განცხადებით, ცვლილებების დამტკიცება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S