Accentnews.ge
"იმედგაცრუებულები ვართ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესით"

"იმედგაცრუებულები ვართ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესით"

02/12/2021 12:33:15 პოლიტიკა

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ იმედგაცრუებული არიან უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა დანიშვნით, მთლიანი პროცესით და ასევე გაუგებარია, რატომ იჩქარა პარლამენტმა მოსამართლეთა დანიშვნა იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ბევრი სხვა გადაუწყვეტელი პრობლემაც არსებობს:

„ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ პარლამენტმა გააგრძელა ეს პროცესი. მართლაც რთულია იმის გაგება, თუ რატომ იჩქარა ასე, როდესაც ჯერ არ ჩატარებულა სრულყოფილი, დაწვრილებითი მართლმსაჯულების რეფორმა, რაზეც იყო შეთანხმება და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს ძალიან ბევრი სხვა გამოწვევა ქვეყნის წინაშე, რასაც ნაკლები ყურადღება ექცევა, რატომ გახდა ეს დანიშვნის პროცესი პრიორიტეტული. ახლა სასამართლო სისტემაში იქნება კიდევ ოთხით მეტი უვადო მოსამართლე, რომელთა არჩევისას არ იყო უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საქართველოს საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია მათი კვალიფიკაციისა და სხვა საკითხების შესახებ. ზოგადად მართლმსაჯულების რეფორმა ემსახურება იმ იდეას, რომ სასამართლო სისტემა გახდეს უფრო გამჭვირვალე, მოსამართლეები იყვნენ უფრო მეტად კვალიფიციურები, ეთიკურები, მიუკერძოებლები და შესაბამისად, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ამ სისტემის მიმართ. იმედს ვიტოვებთ, რომ განხორციელდება აღნიშნული რეფორმა", - განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიც. მისი ცნობით, 1 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების პირობას და ასევე ქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის მიმართ საფრთხეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S