"რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში"
02/12/2021 14:02:49 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, მათ შორის საქართველოზეც ისაუბრა.
"ჩვენ ვხედავთ ევროპაში შეიარაღების კონტროლის ვალდებულებებზე უარის თქმას. რუსეთს კვლავ ჰყავს განთავსებული ძალები საქართველოში და ინარჩუნებს დე ფაქტო ხელისუფლებებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. რუსული ჯარები მოლდოვაში რჩება მოლდოვას თანხმობის გარეშე", – განაცხადა ბლინკენმა.


